ნაციონალური მოძრაობის განცხადება

30 ოქტომბერი 2024, 18:04 243 ნახვა

პროკურატურამ გამოკითხვაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და კომისიის წევრები დაიბარა - ამის შესახებ პარტიის ბათუმის ოფისში ლევან ანთაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია პარტიის ყველა ის წარმომადგენელი, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის საჩივარი დაწერეს და გაყალბებას ხელი შეუშალეს.
ისინი ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ გამოძიებას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების პროტესტის ჩახშობას და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაშინებას. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს პროცესებში ჩაერთონ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი