ლოტოტრონის პრინციპით შერჩეული 5-საარჩევნო უბნის შედეგებს ხელახლა დაითვალეს ქობულეთში, ქედაში და ხულოში. უბნების ხელახალი გადათვლის პროცესს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ესწრებოდნენ. შედეგად, მიღებული მონაცემები ხუთივე უბნის შემთხვევაში ოქმებთან ზუსტ თანხვედრაში აღმოჩნდა.