ვხედავთ ადრევე დაწერილი სცენარის ამოქმედების დასაწყისს, მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე - შალვა პაპუაშვილი

29 ოქტომბერი 2024, 12:01 245 ნახვა

26 ოქტომბერს საქართველოში შედგა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხმათა 54%-ით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", ხოლო საარჩევნო აქტივობამ 2 მილიონ ამომრჩეველს გადააჭარბა, ეს 2012 წლის შედეგისა და აქტივობის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნები მაღალ კვალიფიციურ დონეზე, ამერიკული კომპანიის აუდიტით ჩატარდა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო და ახლა ფსევდო დარღვევებზე საუბრობენ, რომლის მტკიცებულება არ აქვთ. მისივე თქმით, ეს მათ მიერ წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილია.

"26 ოქტომბერს საქართველოში შედგა საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხმათა 54%-ით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ", ხოლო საარჩევნო აქტივობამ 2 მილიონ ამომრჩეველს გადააჭარბა, ეს 2012 წლის შედეგისა და აქტივობის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ამ არჩევნებზე, მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპულ გზაზე მდგრად განვითარებას. სარეფერენდუმო მნიშვნელობის საარჩევნო პროცესი მსოფლიოში და რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.

 

ქართველი ხალხის გამოხატული მკაფიო ნების მიუხედავად, სანდო წინასწარი კვლევების მიუხედავად, სადაც ამომრჩევლის განწყობა ნათლად ჩანდა, რიგმა ძალებმა თავიდანვე გადაწყვიტეს მოსახლეობაზე ზემოქმედება, არჩევნებში ჩარევა და სასურველი შედეგის მიღება, რაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების ცვლილებაში უნდა გამოხატულიყო.

 

ზედმიწევნით მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის პროცესს, ამ დღეებში ვადევნებთ თვალს, რაც გათვლილია საქართველოში საპროტესტო ტალღის, არეულობის სქემის და სასურველი რევოლუციური სცენარის განვითარებას. სწორედ ამიტომ, მმართველმა გუნდმა გამოხატა მკაფიო ნება, რომ პროფესიონალურად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჩაეტარებინა ზედმიწევნით მაღალკვალიფიციური არჩევნები, ხელისუფლებამ გასწია დიდი ძალისხმევა, რათა არჩევნების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ოპონენტებისთვის არ მიეცა.

 

ამერიკული ტექნოლოგიებით, ამერიკული აუდიტორიული კომპანიით, 3111 უბანზე 25 000 დამკვირვებლით მონაწილეობით უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე ჩატარებული არჩევნების დასრულდა მკაფიო და ცალსახა შედეგით. ამომრჩევლების ნება ასახულია და გამოვლენილია. ვხედავთ ადრევე დაწერილი სცენარის ამოქმედების დასაწყისს. იწერება საჩივრები, სადაც ლაპარაკია, თითქოსდა, არსებული დარღვევების გამოძიებაზე, რომელსაც თან ურთავენ კრიტიკას შეფასებას მოკლებულ ფოტო თუ ვიდეო მასალას. ფსევდომტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, ან თითქოსდა გაშიფრეს გაყალბების არსებული სქემები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფსევდო მტკიცებულებებით ცდილობენ განცხადებების გაკეთებას, დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე.

„გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობას აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ.

ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ, ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი.

გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდო მტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება, სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი