ქართული ოცნების შეფასება ოპოზიციაზე და პარალელურ დათვლაზე

28 ოქტომბერი 2024, 18:14 257 ნახვა

პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გასაჯაროებას სთხოვს ,,ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებს“. პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ნინო დოლიძეს უკრძალავენ შედეგების დადებას. მამუკა მდინარაძის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, იმისთვის რომ დასრულდეს მანიპულაცია.

"სამართლიან არჩევნებში" აცხადებენ რომ ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და პარალელური დათვლის მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში