26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.
მიმართა პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე დღეს 19 საათზე აქცია გაიმართება. სამი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს უერთდება. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გიორგი გახარიამაც, მისი თქმით არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.