არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს - ნიკა გვარამია

28 ოქტომბერი 2024, 16:47 307 ნახვა

არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება, აგერ ნახავთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამაზე ყველანი თანხმდებიან.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ გუშინ განცხადება გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე. არშესვლა შეიძლება ვინმემ ბოიკოტად განიხილოს. საერთოდ არ ვიმონაწილევებთ ამ პარლამენტში და როგორც კი ჩახსნა იქნება შესაძლებელი, ამ სიასაც ჩავხსნით, ამაზე ყველას თანხმობა არსებობს.

რაც შეეხება იმას ვინ ვართ ერთად და ვინ არა დღეს ვნახავთ სცენაზე ერთად ვიქნებით ყველანი. სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ და ის აუცილებლად იქნება აქციაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ისტორიაში პირველად წერია, რომ ამ არჩევნების კანონიერებას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან ისინი არ აღიარებენ.

ნდობას ვუცხადებდი ელექტრონულ არჩევნებს და არა კარუსელებს, რომელიც ჩაატარა ,,ქართულმა ოცნებამ'', გვაქვს ფაქტები და გამოქვეყნდება, მათ შორის ვიდეომტკიცებულებები." - აღნიშნა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ განაცხადა, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

„ოდირის შეფასებას, ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი