მთავრობა პარლამენტს განახლებულ 4 წლიან სამთავრობო პროგრამას დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა.
მისივე შეფასებით, 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიდეს ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც როგორც პრემიერი ამბობს, ყველანაირი საფუძველი შექმნილია.