ოპოზიციის გეგმები

28 ოქტომბერი 2024, 14:04 261 ნახვა

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი   არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს. სალომე ზურაბიშვილის  თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. მიმართა პარტნიორებს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით. არჩევნების შედეგების საპროტესტოდ, რუსთაველის გამზირზე დღეს 19 საათზე აქცია გაიმართება.

სამი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და საპროტესტო აქციებს უერთდება. მათი თქმით, აქციის მიზანია მსოფლიოს მიაწვდინონ ხმა, რომ არჩევნებს არ აღიარებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, რაც არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი