პრემიერის ინტერვიუ BBC-ზე 

28 ოქტომბერი 2024, 12:01 291 ნახვა

„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბიბისის“ ჟურნალისტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო შაბათის არჩევნებში ხმების გაყალბებისა და ძალადობის ბრალდებები და ისაუბრა სადავო შედეგზე, როგორც დამაჯერებელ გამარჯვებაზე და გადამწყვეტ მოგებაზე ამ ქვეყნისთვის. „დარღვევები ხდება ყველგან“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ „ბიბისის“.

პრემიერ-მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების დღეს და მანამდე დაფიქსირებულ დარღვევებს აუცილებლად გამოიძიებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების ზოგადი შინაარსი შეესაბამებოდა სამართლებრივ პრინციპებსა და დემოკრატიული არჩევნების პრინციპს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში