მთავრობა პარლამენტს განახლებულ 4 წლიან სამთავრობო პროგრამას, დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს - ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2024, 11:23 274 ნახვა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა პარლამენტს განახლებულ 4 წლიან სამთავრობო პროგრამას, დაახლოებით ერთ თვეში წარუდგენს - ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა. ამ პროგრამას აქვს საერთო მიზანი.

მისივე შეფასებით, 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველია შექმნილი.

„ჩვენ ქართველმა ხალხმა უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა და ეს უპრეცედენტო ნდობა ქართველი ხალხის წინაშე გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. გვაქვს ამბიციური ამოცანები, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრეთ გასული კვირების განმავლობაში. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში მოგვიწევს პარლამენტის წინაშე განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით წარვდგეთ. ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა. ამ პროგრამას აქვს საერთო მიზანი.

ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველია შექმნილი. მთლიანობაში, ამ 12-წლიანმა პერიოდმა და განსაკუთრებით ამ ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა 4 წლის თავზე განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავიდეს, რაც არის ჩვენი, სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12-წლიანმა და განსაკუთრებით ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიდეს ქვეყანა, რაც არის სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა.

„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზეც გვქონდა საუბარი, ეს არის მაგალითად ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არის სავსებით რეალური. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა ოთხი წლის თავზე, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი და აქაც სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. ოთხ პროცენტს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე ოთხ პროცენტს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი, სულ მცირე 300 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ესეც არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა სავსებით რეალურია ამ მიზნის შესრულება, ამისთვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა.

 

ჩვენ გვინდა, სულ მცირე ცხრა მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია და ამისთვისაც არის ძალიან კარგი საფუძვლები შექმნილი გასული წლების განმავლობაში. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი ოთხი წლისთვის და ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება, მათ შორის საგზაო პროექტები და მრავალი მიმართულებით გვაქვს ასეთი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი