ხმების 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 90 მანდატს - შალვა პაპუაშვილი

27 ოქტომბერი 2024, 10:38 290 ნახვა

ხმების 99 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, „ქართული ოცნება“ უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54 პროცენტს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

„მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს „ქართული ოცნების“ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი