ქობულეთის 81-ე საარჩევნო ოლქში 5 საჩივარი შევიდა

26 ოქტომბერი 2024, 18:04 256 ნახვა

როგორც, ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ამ დროისათვის ოლქში 5 საჩივარი შემოვიდა. ეს ძირითადად პროცედურული ხასიათის საჩიბრებია. რომელიც, ხმის მიცემის დროს ფოტო-ვიდეო გადაღებას ეხება, ასევე რამდენიმე ბიულეტინის ერთად გატარების მცდელობაც დაფიქდირდა და სოფელ ოჩხამურში კომისიის წევრი მიუთითებდა თუ ვისზე მიეცა ამომრჩეველს ხმა. 

როგორც გელა ხახნელიძე ამბობს, ამ ყველა შესაძლო დარღვევებს მყისიერად შეისწავლიან.  ამ წუთის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 28 ათას, 92 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი, რაც ამომრჩევლების 42% შეადგენდ. აქტივობა კი ყველა უბანზე მიუხედავად უამინდობისა დილიდან საკმაოდ მაღალია.

არჩევნებს,  ეუთო-ოდირის წარმომადგებლობაც აქტიურად აკვირდება, რომლებიც როგორც ოლქში, ისე უბნებზე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში