არჩევნები 2024 | ხელვაჩაური

26 ოქტომბერი 2024, 18:15 421 ნახვა

ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩევა  ხელვაჩაურის 83-ე ოლქი. 5 საათის მონაცემებით აქ არსებულ 41 უბანზე რეგისტრირებული 43 ათასზე მეტი ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა თითქმის 24 ათასმა, რაც საერთო რაოდენობის 55,5 მეათედი პროცენტია. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ხმის მიცემა ამ დროისთვის როგორც ოლქში აცხადებენ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

დაფიქსირდა გადასატანი ყუთის ხელვაჩაურის საზღვრებს გარეთ გატანის ფაქტი, რაზეც საჩივარი 83-ე ოლქში უკვე შესრულია და ოლქის თავმჯდომარის განცხადებით მიმდინარეობს მოკვლევა.

ოპიზიციას ასევე შენიშვნა ჰქონდა მე-12 უბანზე გადასატან ყუთთან დაკავშირებით, ასევე საუბრობდნენ იმაზეც, რომ საარჩევნო უბნების  შესასვლელები დატბორილი იყო და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ. ამას არც ომარ ვარშანიძე უარყოფდა, თუმცა ამბობს, რომ დროული რეაგირების შედეგად  საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა. 

დღეს ხელვაჩაურის რამდენიმე უბანზე არაერთი ბიულეტენების გაფუჭების ფაქტიც დაფიქსირდა, რასაც  ელექტრონულ არჩვენებთან დაკავშირებული სიახლეებით ხსნიდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში