ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა

26 ოქტომბერი 2024, 16:26 232 ნახვა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარი შევიდა, ყველა მათგანი პროცედურულ საკითხზეა. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით საარჩევნო სუბიექტების ბრალდებები სხვადასხვა ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ზვიად სურმანიძის განმარტებით, ამომრჩეველთა მობილიზაცია ან სხვა ტიპის ზემოქმედება უშუალოდ  უბნებზე არ ყოფილა.

ასევე განმარტავს, რომ არც მარკირებული პირები დაიშვებიან უბანზე, რადგან მათი ვერიფიკაცია არ მოხდება და ქვითარი არ ამოიბეჭდება.

რაც შეეხება ორი ბიულეტენის გადაცემას, თქვა რომ მსგავსი ფაქტი იყო, თუმცა აპარატი მხოლოდ ერთ ბიულეტენს იღებს და კომისიის წევრები ვითარებას აკონტროლებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში