მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

26 ოქტომბერი 2024, 14:08 246 ნახვა
 

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, თითქოს, საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი