არჩევნები 2024 - ზუგდიდი

26 ოქტომბერი 2024, 13:50 277 ნახვა

წინა არჩევნებთან შედარებით მაღალია ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივია. 12 საათის მონაცემებით 116 526 დან 23 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ზუგდიდის 67-ე ოლქში ამ ეტაპზე 5  პროცედურული ხასიათის საჩივარია შესული. სხვადასხვა არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი  4 დამკვირვებელი გააძევა საუბნო კომისიამ მეცხრე საარჩევნო უბნიდან.

უბნის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მეცხე უბანზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი  ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.  ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

უბანზე მისული ენმ-ს წევრი ანი წითლიძე ერთ-ერთი დამკვირვებლის უბნიდან გააძევა და ნარკოლოგიურ შემოწმებას ითხოვდა. ირწმუნებოდა ის ქართულ ოცნებას წარმოადგენდა,  გვარი ჰქონდა შეცვლილი და უბანზე არჩევნების ჩაშლას ცდილობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში