ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია განიხილეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის და მისი აპარატის ინიციატივით შემუშავდა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებულ პროგრამაზეც ისაუბრა.