ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ყველაზე დაძაბული თამაში გაიმართა მიუნხენში, სადაც ბავარიელები 1-2 დამარცხდნენ მადრიდელებთან.
25-ე წუთზე თავური დარტყმით ვიდალმა გაუტანა რეალს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი კრიშტიანო რონალდომ დიდხნიანი უგოლობის შემდეგ გაიტანა გოლი და გაათანაბრა ანგარიში. 61-ე წუთზე ხავი მარტინესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მიუნხენელები კაცნაკლულნი დარჩნენ. 77-ე წუთზე რონალდომ დუბლი შეასრულა.
კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირებზე გატანილი ბურთებით 100 გოლიან ნიშნულს მიაღწია.
საბოლოო ანგარიში: მიუნხენის ბაიერნი 1-2 მადრიდის რეალი.
განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს მადრიდში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრა გაიმართა მადრიდში, სადაც ატლეტიკომ ლესტერ სიტის უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გოლი 28-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა.