დილიდან თურმე ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ - მამუკა მდინარაძე

23 ოქტომბერი 2024, 13:53 258 ნახვა
 
 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს რეგიონებიდან იმ ადამიანთა ტრანსპორტირებას, რომლებსაც სურთ პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე დასწრება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ნაცტელევიზიები ისტერიკაში არიან.

„დილიდან თურმე ისტერიკაში არიან ნაცტელევიზიები, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე.

რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ.

მაგრამ რა დაამშვიდებთ – მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე“, - წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი