ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები “ქართულ ოცნებას”

23 ოქტომბერი 2024, 11:50 269 ნახვა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“  „ქართულ ოცნებას“ ძალადობვრივ პროპაგანდისრულ  საარჩევნო აგიტაციაში ადანაშულებს.  პარტიის პრეს-სპიკეტის განცხადებით, ხელისუფლება კარდაკარ პრინციპით ამომჩეველს ურიგებს სააგიტაციო ბიულეტენებს, სადაც ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა ომის პარტიად არის მოხსენიებული.

ნიკა ქაშიბაძე ამბობს,  რომ ამ ძალადობრივ კამპანიაში ჩართულები არიან  საჯარო მოხელეებიც, მათ შორის   ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც ქაშიბაძის მტკიცებით  თანხის სანაცვლოდ დედაქალაქში  „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებდა თანამშრომლებს.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“  პრეს-სპიკერმა სტუდენტებზე ზეწოლაში საზღვაო აკადებიის ადმინისტრაციის თანამშროელი  მიხეილ  ბაჯელიძეც დაადანაშაულა. ბრალდებებს უარყოფს ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსი და მას პროვოკაციულ  განცხადებას უწოდებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი