პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ტექნიკურ მთავრობას არჩევნების შემდეგ დაასახელებს 

23 ოქტომბერი 2024, 11:47 280 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას“, რომელთაც „ქართულ ქარტიას“ მოწერეს ხელი.  სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა. ამასთან, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა  პარტიებს შეჯერებას გაუადვილებს.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მსჯელობა ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე, რომელიც შეიძლება „იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული“, არჩევნების შემდეგ დაიწყება. ამასთან,პრეზიდენტმა მიმართა ამომრჩეველს, რომ არ შეეშინდეთ და ხმა მისცენ იმას, ვინც მათ მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოა.პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პარტიები სწორედ მის წინაშე არიან ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ „ქართული ქარტია“ შეასრულონ, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ ძალიან სწრაფად შევიდეთ ევროკავშირში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში