25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე მიიღო.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საარჩევნო უბნების უმრავლესობა განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ შესაძლოა შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობის პროცესი. ამ მიზეზით ცესკომ 25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადება“ მოითხოვა.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, პარალელურად აჭარაში იმართება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.