დიეგო და გიორგი ჩხიკვაძეები 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

21 ოქტომბერი 2024, 22:18 377 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი ქართველი ფინალში იასპარეზებს – დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ) ნახევარფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აგაევი დაამარცხა და ფინალში ყირგიზ ბეიშეკევს შეხვდება.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ) კი ფინალში გასასვლელად ყირგიზ ნურლანბეკოვს სძლია და ოქროს მედლისთვის სომეხ ხაჩატრიანს დაუპირისპირდება.

ფინალური დაპირისპირებები 22 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი