სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ განცხადება

21 ოქტომბერი 2024, 14:03 236 ნახვა

„მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების უკანონოდ შეგროვებისა და გამოყენების ფაქტები“ - სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“  წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.

ლონდა თოლორაიას განცხადებით,  პრობლემად რჩება ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, რაც მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების ეჭვს აჩენს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  საგამოძიებო უწყებების მსგავსად უმოქმედოა ანტიკორუფციული ბიუროც, რადგან ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ დაინტერესდეს  უწყება  მმართველი პარტიის დაფინანსებითა და შემომწირველებით, რომლებსაც სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული აქვთ მილიონობით ლარის სარგებელი.

რაც შეეხება სადამკვირვებლო საქმიანობას, თოლორაიას გაცხადებით, სადამკვირვებლო მისიას 4 200-მა მოქალაქემ მიმართა და და შერჩევის შედეგად არჩევნებს  2 000 დამკვირვებელი დააკვირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში