კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე პრემიერ- მინისტრმა ცოტა ხნის წინ სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, შეიცვლება კანონი და კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს.
დაანონსებული ცვლილების შემდეგ სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის მოადგილედ წარადგინა.