მარშს “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მმართველი პარტია ეხმაურება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილები. სახელისუფლებო გუნდში მარშს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ორგანიზებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ შეკრებას არაფერი აქვს საერთო ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან.