კრიტიკული გზავნილები საქართველოს – შეფასებები

19 ოქტომბერი 2024, 11:59 227 ნახვა

ევროპული საბჭოს დასკვნა და გზავნილი საქართველოს მეორე დღეა პოლიტიკური შეფასების თემაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება ოპოზიციისთვის სრულად მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება არსებული ხელისუფლებაა და მათ პირობებში წინსვლა არ იქნება. არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში, დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებს სახელისუფლებო გუნდისთვის კონკრეტული დატვირთვა აქვს.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მსგავსი პოზიციები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კრიტიკა დროებითია და გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით შეიცვლება.  ცნობისთვის, ევრო საბჭო დასვნის ტექსტის მიხედვით ადასტურებს, რომ ევროკავშირი მზადაა, ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე მხარი დაუჭიროს, თუმცა შემაშფოთებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს. ამბობენ, რომ კურსი გაწევრიანების პროცესს აჩერებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი