საქართველოს ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი ''გაგრას'' ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე ბალბურდიამ გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა. მეორე ნახევარში ''დინამოს'' შემადგენლობიდან გოლები ინჯგიამ და მილჩენკომ გაიტანეს.
საბოლოო ჯამში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა დაძაბული მატჩი 3-2 მოიგეს. ამ დროისთვის ''დინამო'' ბათუმი 45 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს გასვლით შეხვედრაში წყალტუბოს ''სამგურალს'' დაუპირისპირდება.