შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი, ის სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

18 ოქტომბერი 2024, 14:45 258 ნახვა
 

არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შალვა გოგოლაძე იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, სპორტის სამინისტროს ცალ-ცალკე გამოყოფის შემდეგ კი  სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი