დორტმუნდის პოლიცია ტერაქტის გამორიცხავს

12 აპრილი 2017, 00:00 1592 ნახვა

გერმანიიის ქალაქ  დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ  „ბორუსიას“ავტობუსთან მომხდარი სამი აფეთქება ტერაქტი არ არის.  ოფიციალური განცხადება დორტმუნდის პოლიციამ გააკეთა.

ინციდენტის შედეგად ერთმა სპორტსმენმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. სპორტსმენმა საავადმყოფო უკვე დატოვა. მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელიც.

სამართალდამცველებმა ადგილზე  აღმოაჩინეს წერილიც, რომლის ავტორის აფეთქებებზე პასუხისმგებლობას იღებს. წერილის სხვა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან  გამომდინარე  ჯერ- ჯერობით არ საჯაროვდება. ამ ეტაპზე პროკურატურა მომხდარს  ტერაქტის კვალიფიკაციას არ აძლევს.

  დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „მონაკოს“ შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა დღეს ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი