პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

17 ოქტომბერი 2024, 11:54 243 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ მკაცრად გააკრიტიკა  პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულია.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ღიად არის ჩართული. ასევე განმარტავს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა პრემიერობის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურია.

პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ამ ქმედებებზე არც ადგილობრივი და არც საერთაშირისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები შესაბამის გამოხმაურებას არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში