ზეგიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონისთვის 23 ათასი დოზა ვაქცინაა რეგიონისთვის გათვალისწინებული. მისი გადანაწილება კლინიკებსა და ამბულატორიებში უკვე დაიწყო.
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდება რისკ ჯგუფებს, მათ შორისაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სკოლამდელი და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები და სხვა.
4 ნოემბრიდან კი გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ნოდერლანდებში წარმოებული 4 კომპონენტიანი აცრა გრიპის იმ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, რაც ბოლო წლებში ცირკულირებს.
სპეციალისტების განმარტებით, გრიპის ახალი შემთხვევები ჯერ-ჯერობით არ არის გამოვლენილი.