მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

16 ოქტომბერი 2024, 10:42 222 ნახვა

იმ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები,- განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა ოქტომბრის არჩევნებში.

პრემიერს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ სურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილოს, ყურადღებით დააკვირდებიან მომდევნო დღეებს.

„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია დაკვირვებისთვის. ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო-ოდირის გრძელვადიანი მისია, სხვა მისიებიც. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ვატარებთ სამართლიანი, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებსმ, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, უკეთესი იქნება ჩვენთვის. მით უმეტეს, ქვეყნდება ადგილობრივი ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები, ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს პივიტი, სხვა მონაცემები და იგივე სულისკევეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როცა ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი „ენჯეოები“, განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მილიონზე მეტი ხმის მიღებას აპირებს ამ არჩევნებზე.

„ჩვენ ვაპირებთ მილიონზე მეტი ხმის მიღებას ამ არჩევნებში და შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენი საჯარო მოხელეა საქართველოში. საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არ ეყოფა არჩევნების მოგებას. „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ამაში დარწმუნდებით 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთდეს, რომ არ გაიხსნას საქართველოში მეორე ფრონტი, მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს მშვიდობას და არა ომს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი