საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გილაურს შეხვდა.ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურებს.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში, ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გილაურს მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. იგი 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.