ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც ერთმანეთს იუვენტუსი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ.
თამაშის 7-ე და 22-ე წუთებზე გატანილი გოლებით დიბალამ თავის ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა.
მეორე ტაიმის 55-წუთზე კი იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა კიელინიმ თავური დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა.
თამაშის საბოლოო შედეგი: იუვენტუსი 3-0 ბარსელონა.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს ბარსელონაში გაიმართება.