საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა

14 ოქტომბერი 2024, 22:01 278 ნახვა
 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა. გატანილი გოლით თავი ასლანიმ გამოიჩინა და ალბანეთს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად 4 ტურის შემდეგ, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ. ჯგუფის მეორე მატჩში კი უკრაინა ჩეხეთს დაუპირისპირდება - მატჩი დღეს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში