კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შეხვედრა ბათუმში

14 ოქტომბერი 2024, 20:43 248 ნახვა

კოალიცია „ძლიერი საქართველომ“ ბათუმში წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და დასაქმებაა. როგორც კოალიციის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ანა დოლიძემ განაცხადეს, საქართველოსთვის უმწვავესი პრობლემა ათიათასობით მოქალაქის სამუშაოდ უცხოეთში გადინებაა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდაა. 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ძლიერი საქართველოს“ აქვს შანსი საკმაოდ დიდი ძალით შევიდეს პარლამენტში, რადგან ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი, ვისაც არც ოცნება მოსწონს და არც ნაცმოძრაობა, სწორედ მათ დაუჭერთ მხარს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში