“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” განცხადება

13 ოქტომბერი 2024, 19:49 268 ნახვა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს".

მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში