ერთა ლიგაზე ალბანეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა. მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა გუნდის მზადებასა და გამარჯვების შანსებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ერთა ლიგის B1 დივიზიონში საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.