პრეზიდენტის ინიციატივა შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“ და მხარს ვუჭერთ მას - „კოალიცია ცვლილებისთვის“

13 ოქტომბერი 2024, 10:21 245 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით.

კოალიციის განცხადების თანახმად, პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან.

„პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაანონსა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს. პრეზიდენტის თქმით, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ქარტიის ერთგულნი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი