მნიშვნელოვანია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ცესკო-ს წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტით - შალვა პაპუაშვილი

12 ოქტომბერი 2024, 17:56 257 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტზე

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ცესკო-ს წარმომადგენლებზე ზეწოლა ახალი არ არის და ეს ოპოზიციის სტილია.

„მნიშვნელოვანია, დაინტერესდნენ, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე, მაგრამ, ეს ახალი ხომ არ არის. გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ, როგორი ზეწოლა იყო ცესკო-ზე, მათ შორის, ცესკო-ს მაშინდელ თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე. იყო როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილია, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა, ამიტომ ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება, ყველა უნდა იყოს მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება. იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოებიც, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი