ერთ წელიწადში დახარჯული 15 მილიონ ლარზე მეტი. აჭარის მთავრობამ გასულ წელს მივლინებებზე, ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებსა და საწვავზე ჯამში ეს თანხა დახარჯა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში,” რომელმაც დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, ამბობენ, რომ დანამატები არა დამსახურების, არამედ ხელფასის შევსების მიზნით გაიცემა. იგივე ვითარება იყო 2015 წელსაც.