სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ჩეხი მოლაშქრე სქურიდან ხაიშში ცდილობდა გადასვლას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.