ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ - პრემიერი

11 ოქტომბერი 2024, 10:24 258 ნახვა

ოპოზიციური პარტიების ოფისები მუდმივად მიდის პროვოკაციებზე და სიფრთხილეა საჭირო - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. მისი თქმით ოპოზიციამ უკვე იცის არჩევნების კვლევის შედეგები რის გამოც, არა არჩევნებისთვის არამედ შემდეგი დღისთვის ემზადებიან. პრემიერის განცხადებით, საარჩევნო კამპანიას ახლა მხოლოდ „ქართული ოცნება" ატარებს, სხვები კი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ემზადებიან.

პრემიერმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი ას მანდატზე მეტს მიიღებს საქართველოს პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი განხორციელდება. მისივე თქმით, პროცედურას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მან სალომე ზურაბიშვილს სუსტი ნებისყოფის უწოდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც აქვს მიღებული, თუმცა ამაში მაინცდამაინც ფული არ იგულისხმება.

მისივე განცხადებით, ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, საარჩევნო პრინციპებს და ევროპარლამენტის რეზოლუციაც იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში