საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისევ შეფასებების საგანია. ამჯერად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ეხმაურება უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მოქმედების შეჩერების მოთხოვნის არ დაკმაყოფილებას.
პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას. მან უცხოელი პარტნიორები პოლარიზაციის გაღვივებაში დაადანაშაულა. მისივე განცხადებით, ორგანიზაციები, რომელთაც ეს კანონი ეხებათ.
ერთი მხრივ გამჭვირვალობას ითხოვენ, თუმცა როცა იგივე მათ ეხებათ დაფინანსების შესახებ, მათ სიცხადე არ სურთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი ბრძოლას განაგრძობენ.