ჩაქვში მდებარე ირაკლი თურმანიძის სახელობის ძალოსნობის კომპლექსში ჩატარებულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვებულ-პრიზიორები გაირკვა.
გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო შედეგი აჭარის ნაკრებმა დააფიქსირა.
აჭარის ნაკრები ასევე საუკეთესო იყო მედლების რაოდენობითაც.
ჩაქვში სპორტული დარბაზი წელს გაიხსნა და საქართველოს ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა.