გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას

11 აპრილი 2017, 00:00 2244 ნახვა

,,კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება” აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.  ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი როგორიც არის მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული. მისივე თქმით, პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც.  
საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის წევრები მსჯელობენ. დატოვებს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას, სალომე სამადაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია შესაბამისი განხილვების და მსჯელობის შემდეგ მიიღებს.
პროტესტის მიზეზი  შესაძლოა კონსტიტუციის ის ჩანაწერი გახდეს, რომელიც საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტსა და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს უკავშირდება.
ლეიბორისტული პარტიისა და დემოკრატიული მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სწორედ დღევანდელი განხილვების შემდეგ გადაწყდება, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას მმართველ გუნდთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციური პარტიები  ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი