ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა „შემოდგომის თბილისის“ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

07 ოქტომბერი 2024, 14:04 652 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა თბილისში ფესტივალზე მიემგზავრება. 12 ოქტომბერს  19:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში კარლ - მარია ორფის  „კარმინა ბურანა“ შესრულდება, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად, თბილისის სიმფონიური ორკესტრი,  სახელმწიფო საგუნდო კაპელა, თბილისის ბავშვთა კაპელა მონაწილეობენ. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი  საიუბილეო წელს აღნიშნავს, კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 35 წლის იუბილეს ეძღვნება.     

ფესტივალის პროგრამა მოიცავს კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში