პაკისტანში ჩინეთის მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა

07 ოქტომბერი 2024, 09:16 264 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა პაკისტანის ქალაქ ყარაჩის საერთაშორისო აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულთა შორის ერთი უცხოელია. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა.   

ადგილობრივი მედიასაშუალებებისადმი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა  სეპარატისტულმა დაჯგუფება ბალოხის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო. დაჯგუფების განცხადებით,   თავდასხმა ჩინელი ინჟინრების   ავტომობილზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით განხორციელდა. 

ბალოხის განმათავისუფლებელი არმია ბელუჯისტანის პროვინციის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, რომელიც მდებარეობს პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით და ესაზღვრება ავღანეთსა და ირანს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში