საქართველოს პრეზიდენტის კონსულტაციები ოპოზიციასთან

07 ოქტომბერი 2024, 11:29 257 ნახვა

პრეზიდენტი დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. ამჯერად  ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შესაჯერებლად.

არჩევნებამდე 20 დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს გააცნოს და შესთავაზოს მის მიერ შერჩეული პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ტექნიკური მთავრობის შექმნის შემთხვევაში, მთავრობას სათავეში ჩაუდგება.

პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატს პოლიტიკიური წარსული არ აქვს. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოლიტიკურ წრეებში განხილვის მთავარი თემაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში